სათაური: ძველი და ახალი თბილისი
შინაარსი:თბილისი, ისევე როგორც ყველა თანამედროვე ქალაქი, ცოცხალი ორგანიზმია. ის გამუდმებით იზრდება, იცვლება, მის ქუჩებში თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ჩნდება. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობების შეხამებას ისტორიულ ნაგებობებთან.
პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოსწავლეთა მოსაზრებები ქალაქის თანამედროვე განაშენიანების თაობაზე.მათ დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ თავიანთი აზრი, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება თანამედროვე არქიტექტურული დაგეგმარების შესახებ.იმსჯელონ, თუ როგორ ეხამება ძველი და ახალი სტილი ერთმანეთს.
მუშაობენ ჯგუფებად და ქმნიან მიზნობრივ გეგმებს და პროდუქტს.
თქვენი პროექტი მეტად აქტუალურია და ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანი იქნება მისი განხორციელება.
ReplyDeleteსაინტერესო იდეაა... ძალიან მომეწონა, რადგან პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ გამოხატონ დამოკიდებულება თანამედროვე არქიტექტურული გეგმარების და თავად ნაგებობების მიმართ...გისურვებ წარმატებებს.
ReplyDelete