Saturday, February 13, 2016

მეორე დღის რეფლექსია...

დღეს გავიხსენე, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა ბლოგისთვის სათაური და ფონი...გავაგზავნეთ შეტყობინებები მეილზე.
შემდეგ ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების თემა და იდეა, ვიმსჯელეთ, დავხვეწეთ ჩვენს ტრენერთან ერთად...
ვისწავლე, რომ საზოგადოების  ინფორმირებისათვის, პროექტის გასაცნობად  დაგვჭირდებოდა ბუკლეტების დამზადება, ვიმუშავეთ ვორდის ფაილებში, გავამზადეთ შაბლონი.
ეს ყველაფერი გამოგვადგება იმისთვის, რომ ელექტრონულად შევქმნათ  საჭირო მასალა...
ვსწავლობ იმიტომ, რომ ჩემს მოსწავლეებს მივეხმარო სხვადასხვა  უნარის განვითარებაში,  ელექტრონული რესურსის შექმნაში, უკეთესი შედეგების მიღწევაში.


No comments:

Post a Comment