Saturday, March 5, 2016
მე-9 დღის რეფლექსია
დღეისათვის ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია...თითოეულის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო. გამოვთქვით ჩვენი აზრები, მოვუსმინეთ ტრენერის რჩევებს.მე, პირადად, რა მოლოდინიც მქონდა, გამიმართლა.გარდა სხვა საკითხებისა, ვისწავლე იმ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა, რომელიც პროექტზე მუშაობისას გამომადგება და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის პროექტებით სწავლებას.
Friday, March 4, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
განვიხილეთ და შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
Sunday, February 28, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო, მაგრამ საინტერესო.გავეცანით შეფასების რუბრიკებს და პარალელურად ჩამოვწერეთ, თუ როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი პროექტის მუშაობა ქულების მიხედვით.
კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და ვისწავლეთ ლინკების ჩასმა. ასევე ვისწავლეთ google drive-ზე ერთობლივი მუშაობა.
Saturday, February 27, 2016
მე-6 დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავიხსენეთ პრეზენტაციაში დიაგრამების აგება, გადავედით შეფასების მეთოდებზე,გავეცანით მოდულიდან და შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ჩავსვით ლინკით შეფასების ჩარჩო.
Sunday, February 21, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით...გადავედით მესამე მოდულზე, რომელიც საკმაოდ დატვირთული, მაგრამ საინტერესო იყო. ვისწავლეთ მასწავლებლის პრეზენტაციის გაკეთება, რომელიც შემდეგ ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვისწავლეთ საავტორო უფლებების გამოყენება, გავეცანით სხვადასხვა შაბლონებს.
ინტერნეტი შენელებული იყო.
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა...
ასევე ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ გამოყენებული ლიტერატურის კლასიფიკაცია.
დავალება: დავამთავროთ მოსწავლის პრეზენტაცია ,ავტვირთოთ,,გუგლი დრაივ"-ზე შესაბამისი გაფორმებებით, სქემებით, შინაარსით და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე.

Saturday, February 20, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ სასწავლო ამოცანების განხილვით, შემდეგ ჩამოვაყალიბეთ თანამიმდევრულად რა შევისწავლეთ და დავიწყეთ მუშაობა მეორე მოდულის მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებაზე.
განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და თითოეულის დანიშნულება ...შემდეგ მოვიფიქრე ჩემი პროექტისათვის კითხვები და გადავიტანე ბლოგზე. ამის შემდეგ შევედი ჩემი ელექტრონული ფოსტიდან ,,google drive"-ზე და გავეც ანი მასში მუშაობას და პარალელურად ვისწავლეთ გვერდების ჩამატება:ესენია: ,,ჩემ შესახებ", ,,ელექტრონული რესურსები" და ,,პროექტის პორტფოლიო". მივიღეთ დავალებაც:ჩავასწოროთ ამოცანები და დავუკომენტაროთ ერთმანეთს.

მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი------რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულის(კერძოდ თბილისის) შესწავლა?
თემატური---რა ადგილი უკავია ძველი თბილისის არქიტექტურულ ნაგებობებს თანამედროვე ეპოქაში?
რა მსგავსება და განსხვავებაა სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნაგებობებს შორის?
შინაარსობრივი--ვინ იყვნენ სხვადასხვა დროის ქვეყნის ცნობილი არქიტექტორები?
რა და რა განსხვავებული არქიტექტურული სტილი არსებობს თანამედროვე თბილისში?

Sunday, February 14, 2016
მესამე დღის რეფლექსია
გავეცანით მეორე მოდულს, პროფესიულ სტანდარტებს, რომლებიც შევიტანეთ ჩვენს გეგმაში, შესაბამისად შევიმუშვეთ სასწავლო ამოცანები/შედეგები.
სასწავლო ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
*გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ძველი და ახალი თბილისისთვის ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად.
*საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევას,კითხვების დასმას ერთმანათთან,
შეგროვილ მონაცემებზე დაკვირვების გზით შედარებას ძველი და ახალი თბილისის არქიტექტურული ნაგებობებისა;
*საინფორმაციო ბუკლეტებში და პრეზენტაციებში თავმოყრილი ინფორმაციის გავრცელებას:
*მიღებული ცოდნის აუდიტორიისთვის გადაცემა.

Saturday, February 13, 2016
ჩემი პროექტის იდეა
სათაური: ძველი და ახალი თბილისი
შინაარსი:თბილისი, ისევე როგორც ყველა თანამედროვე ქალაქი, ცოცხალი ორგანიზმია. ის გამუდმებით იზრდება, იცვლება, მის ქუჩებში თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ჩნდება. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობების შეხამებას ისტორიულ ნაგებობებთან.
პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოსწავლეთა მოსაზრებები ქალაქის თანამედროვე განაშენიანების თაობაზე.მათ დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ თავიანთი აზრი, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება თანამედროვე არქიტექტურული დაგეგმარების შესახებ.იმსჯელონ, თუ როგორ ეხამება ძველი და ახალი სტილი ერთმანეთს.
მუშაობენ ჯგუფებად და ქმნიან მიზნობრივ გეგმებს და პროდუქტს.

მეორე დღის რეფლექსია...
დღეს გავიხსენე, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა ბლოგისთვის სათაური და ფონი...გავაგზავნეთ შეტყობინებები მეილზე.
შემდეგ ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების თემა და იდეა, ვიმსჯელეთ, დავხვეწეთ ჩვენს ტრენერთან ერთად...
ვისწავლე, რომ საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის გასაცნობად დაგვჭირდებოდა ბუკლეტების დამზადება, ვიმუშავეთ ვორდის ფაილებში, გავამზადეთ შაბლონი.
ეს ყველაფერი გამოგვადგება იმისთვის, რომ ელექტრონულად შევქმნათ საჭირო მასალა...
ვსწავლობ იმიტომ, რომ ჩემს მოსწავლეებს მივეხმარო სხვადასხვა უნარის განვითარებაში, ელექტრონული რესურსის შექმნაში, უკეთესი შედეგების მიღწევაში.

Friday, February 12, 2016
ინტელის პირველი დღე დაიწყო...
ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი მასწავლის ახალი ბლოგის გაკეთებას, ელექტრონული რესურსის შექმნას პროექტებით სწავლების დროს...))
Subscribe to:
Posts (Atom)